ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე მოსახლეობამ შტურმი დაიწყო (ვიდეო)

მას შემდეგ რაც რელიგიური მოტივით საუდის არაბეთში 47 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს ირანში მასობრივი არეულობები დაიწყო. ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე მოსახლეობამ შტურმი დაიწყო. შეგახსენებთ რომ, აუდის არაბეთში რელიგიური მოტივით და ტერორიზმის ბრალდებით 47 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

როგორც “ბიბისი” წერს, სიკვდილით დასაჯეს ცნობილი შიიტი სასულიერო პირი და პოეტი ნიმრ ან-ნიმრი, რომელსაც სასჯელის უმკაცრესი ზომა 2014 წელს მიუსაჯეს.
შეიხ ნიმრი აქტიურად უჭერდა მხარს 2011 წელს საუდის არაბეთში დაწყებულ მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს, რა დროსაც ათასობით შიიტი ქუჩებში გამოვიდა და ხელისუფლება მათ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.მათ შორის არის ოთხი შიიტიც, რომელთაც რამდენიმე წლის წინ საპროტესტო აქციებში მხოლოდ მონაწილეობა უმტკიცდებათ. აბრალებენ საუდის დინასტიის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, რაც ტერორიზმთან იგივდება.

marshalpress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.