ირანთან უვიზო რეჟიმის აღდგენას საპარლამენტო უმრავლესობა დადებითად აფასებს

უვიზო რეჟიმი ირანთან აღდგენილია. ამ თემაზე სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით გიორგი კვირიკაშვილსა და ირანის პრეზიდენტს შორის შედგა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოს პრემიერმა ირანის პრეზინდეტს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკვე შეფასებები მოყვა საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველომ ირანთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხს გადახედა მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ევროპამ მოხსნეს სანქციები ირანთან მიმართებაში.

მოლაპარაკებების შესახებ დეტალების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს უმრავლესობის წარმომადგენელს.

“როდესაც გაიხსნა ირანის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფართო ასპარეზი, საქართველოც უფრო დაცულად გრძნობს თავს,” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...