IRI: ამომრჩეველთა 28% მმართველ კოალიციაში “ევროპული საქართველოს” ხილვას ისურვებდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარებული საქართველოს 18 წლის და ზემოთ ასაკის 1500 მოქალაქის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩევნების შემდეგ უმრავლესობის შესაქმნელად კოალიციის შექმნა გახდებოდა საჭირო, ამომრჩეველთა 28% ისურვებდა მმართველ კოალიციაში ევროპული საქართველოს ხილვას.

მმართველ კოალიციაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხილვას ისურვებდა ამომრჩეველთა 25%, ხოლო “ქართული ოცნებისას” კი 24%.

მომდევნო ადგილები ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა (რესპონდენტებს შეეძლოთ აერჩიათ სამი პარტია):

პატრიოტთა ალიანსი – 14%;
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა – 13%;
ლეიბორისტული პარტია – 13%;;
ლელო – 12%
სამოქალაქო მოძრაობა – 11%;;
შენების მოძრაობა – 11%
გირჩი – 4%;
თავისუფალი საქართველო – 4%;
არცერთი – 12%;
არ ვიცი/არ აქვს პასუხი – 25%.

Comments
Loading...