IRI: გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმას არ მისცემდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარებული საქართველოს 18 წლის და ზემოთ ასაკის 1500 მოქალაქის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომელსაც ამომრჩეველი ამა თუ იმ მიზეზის გამო არ მისცემდა ხმას, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უდგას სათავეში.

გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ არ მისცემდა ხმას “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”, გამოკითხულთა 26% კი ასეთად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას” ასახელებს.

მომდევნო ადგილები ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა (რესპონდენტებს შეეძლოთ აერჩიათ სამი პარტია):

გირჩი – 9%
პატრიოტთა ალიანსი – 9%
ლეიბორისტული პარტია – 7%
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 7%
ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 6%
კონსერვატიული საქართველო – 5%
ახალი საქართველოსათვის – 3%
თავისუფალი საქართველო – 3%
ლელო – 3%
შენების მოძრაობა – 3%
რესპუბლიკური პარტია – 2%
სამოქალაქო მოძრაობა – 2%
ახალი მემარჯვენეები – 1%
სხვა – 1%
არ ვიცი/არ აქვს პასუხი – 31%

Comments
Loading...