IRI: გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელი მთავრობაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარებული საქართველოს 18 წლის და ზემოთ ასაკის 1500 მოქალაქის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებელი ყველაზე მეტად არის მთავრობა.

საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას გამოკითხულთა 39% აკისრებს. გამოკითხულთა 24%-ის აზრით, ყველა მხარეა პასუხისმგებელი, ხოლო გამოკითხულთა 23% თვლის, რომ პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იტვირთოს.

20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლები გამოკითხულთა 14%-ის აზრით, დაძაბულობის გასაძლიერებლად დაქირავებული პროვაკატორები არიან, ხოლო 13% კი თვლის, რომ პასუხისმგებლობა აქციაზე მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეკისრებათ.

Comments
Loading...