ირინა სარიშვილი საზოგადოებას მიმართავს

დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ერთიანობა…
შეუცდომელი არავინაა, არც უკან ყურება გვარგებს რამეს…

დღეს ყველა ნორმალური ადამიანის მიზანი ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა უნდა იყოს.

და ნებისმიერი, ვინც რაიმე ფორმით ამ ერთიანობას ხელს შეუშლის, ან იდიოტია, ან მავნებელი.

დღეს ერთობაა საჭირო ამ ქონდრისკაცის მმართველობის დასამარცხებლად!

ერთობის გარეშე ვერ ავცდებით სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოდ გაანადგურებს!

მოგმართავთ ყველას:
ყველაზე მართლებს – დარჩით ყველაზე მართლებად, მაგრამ ნუ უშლით ხელს მათ, ვინც დღეს ამ ბოროტებას ებრძვის!

ყველაზე ბევრჯერ მოტყუებულებს – ვინ არ შემცდარა! ნუ გეშინიათ საკუთარი შეცდომების აღიარების!

დაქირავებულ პროვოკატორებს –შეჩერდით, თქვენს წინ და უკან საქართველოა და მაშასადამე თქვენი შვილებიც!

დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ერთიანობა ქონდრისკაცი ცახესის მმართველობის დასამარცხებლად!

აცხადებს ირინა სარიშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.