ირმა ინაშვილი 8 ნოემბრის აქციის შესახებ

8 ნოემბრის აქციის შესახებ გაცნობებთ:
1. ეს აქცია ეძღვნება არა ირმა ინაშვილს, არამედ ჩვენ ვაპროტესტებთ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლებისა და თავისუფლების შელახვის პრეცედენტს, საგარეჯოს არჩევნების მაგალითზე. ამიტომ იქნება ერთი, მთავარი ლოზუნგი- არა- გაყალბებულ არჩევნებს!
2. ჩვენ გავახმოვანებთ კონკრეტულ მოთხოვნებს. მოთხოვნების ნაწილი უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო სისტემის გადაუდებელ რეფორმირებას. არა 2020 წლიდან, არამედ ხვალიდან! ვითხოვთ: აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, საგარეჯოში არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით. გადააყენონ დაკავებული თანამდებობებიდან თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგაეჯოში არჩევნების გაყალბების პროცესს.
3. გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ქართველი ხალხის “ქართული ოცნება” არ ყოფილა ამომრჩევლის დაშინება, ტერორი, მოსყიდვა, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა, ჯარისკაცების გამოყენება საარჩევნო მანიპულაციისათვის. ჩვენი მოთხოვნაა, გაუქმდეს ე.წ. სპეცუბნები.
მკაფიოდ ვამბობ: აქციის თემატიკა არ გასცდება არჩევნების თემას. ჩვენი ყველა მოწოდება, თუ მოთხოვნა ლეგიტიმურია, რადგან საკითხი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შელახვას ეხება! საგარეჯოელებს რეალურად წაართვეს არჩევანის თავისუფლება!
და ბოლოს, მე არ მიჭირს დამარცხების აღიარება მაშინ, როცა წაგებული ვარ. ბევრჯერ წამიგია ცხოვრებაში და გამარჯვებულისთვისაც ჩამომირთმევია ხელი, მაგრამ ამჯერად ამას არ გავაკეთებ! არ გავაკეთებ იმიტომ, რომ მართალი ვარ და ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე გამიჩნდეს სურვილი,- მივიტაცო სხვა ადამიანის გამარჯვება. მე და საგარეჯოელებმა გავიმარჯვეთ, ეს იცის ყველამ, ეს იცის ხელისუფლებამაც და რესპუბლიკური პარტიის ყველა ლიდერმაც… რაც მოხდა იორმუღანლოში, ეს ცალკე გამოძიების საგნად უნდა იქცეს. თუ დღეს არ ვიმოქმედებთ, 2016 წლის არჩევნებს აზრი არ ექნება. 30 000 სამხედრო მოსამსახურეს გამოიყენებენ. ამიტომ შემოგვიერთდით! იცოდეთ, რომ თუ დღეს დავთმობთ ჩვენს სიმართლეს, ხვალ ახალი დიქტატურის დამადებას შევუწყობთ ხელს. 8 ნოემებერს, დღის 4 საათიდან ვიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან.

Leave A Reply

Your email address will not be published.