ირმა ინაშვილი – არის მზაობა უმრავლესობის მხრიდან დაიწყოს ცვლილებებზე მუშაობა

“პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, ამის მიზეზი ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმება გახდა, პარტიამ მიიღო საჯარო დაპირებები რასაც მოითხოვდა.

ობიექტივის ღამის ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს

ირმა ინაშვილის თქმით მოხდა საინტერესო და შედეგიანი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხელისუფლებას წარედგინა სრული მომზადებული პაკეტი, თუ კონკრეტულად რა ცვლილებებს ითხოვს “პატრიოტთა ალიანსი”, პაკეტი 4 ძირითადი, ნაცნობი პუნქტისგან შედგება, რომლებიც არაერთხელ გაისმა მათ აქციებზე, ისინი საარჩევნო გარემოს ეხება. ირმა ინაშვილი აცხადებს რომ არის მზაობა უმრავლესობის მხრიდან დაიწყოს ამ ცვლილებებზე მუშაობა.

კომენტარი პარტიის დამფუძვნებელმა დავით თარხან-მოურავმაც გააკეთა:

“ამ არჩევნების შემდეგ ნიღაბი მოეხადა როგორც რესპუბლიკურ პარტიას ასევე მასთან შეტყუპებულ ხელისუფლებას.
ნათლად დავინახეთ ჩვენ რომ ამ ხელისუფლების დირექტორი რესპუბლიკური პარტიაა.
ჩვენთვითონ ხელი შევუწყვეთ ამ მთავრობას ხელისუფლებაშ მოსვლაში, ახლა კი გაყალბდა არჩევნები და ჩვენს შორის გაჩნდა უფსკრული.
ხელისუფლები ყველა წევრი, წონიანი ფიგურა, პირად ლაპარაკში ამბობს რომ გაყალბდა არჩევნები, მაგრამ ღად ხმას ვერავინ იღებს.
მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებთ რომ ეს არჩევნები გაყალბდა, და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებთ თუ რა ნიღაბი უკეთია რესპუბლიკურ პარტიას და ზოგადად ხელისუფლებას.”

Comments
Loading...