ირმა ინაშვილი – ასე ვინ და რამ შეგაშინათ? ასე სახეს როგორ ჰკარგავთ?

“ქართული ოცნების” არც ერთი დეპუტატი ხმას არ იმაღლებს საგარეჯოში გაყალბებულ არჩევნებზე. სდუმან! გრცხვენოდეთ თქვენ, ყველას, ვინც 2012 წლის ოქტომბერში გვპირდებოდით, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს შექმნიდით. გრცხვენოდეთ იმიტომ, რომ რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა და არ მოგვწონდა, დღეს იგივე უკანონობას კანონიერად მიიჩნევთ და თვალს ხუჭავთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების- არჩევანის თავისუფლების ტოტალურ შებღალვაზე. იქამდეც დაეცით, რომ ე.წ. ზონდერ- ჯგუფები გამოიყენეთ. სპეცუბნის მანკიერებაზე საერთოდ ვერ ამოგიღიათ ხმა. ვერ ზეიმობთ გამარჯვებას, იმიტომ… რომ სინამდვილეში წააგეთ და არც იმისი გამბედაობა გყოფნით, რომ გაყალბების ფაქტი აღიაროთ. ელოდებით, რა მესიჯს მიიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან. ესა ხართ, რაცა ხართ…ასე ვინ და რამ შეგაშინათ? ასე სახეს როგორ ჰკარგავთ?

წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...