ირმა ინაშვილი – დაატოვებინეთ თანამდებობა თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს პრემიერ მინისტრს დაატოვებინოს თანამდებობა როგორც თავდაცვის ასევე გარემოს დაცვის მინისტრს.

ირმა ინაშვილი: “თავდაცვის მინისტრის დღევანდელი პათოსი, რომლის თანახმადაც ის- არჩევნების გამყალბებელი, თურმე, ასრულებს საზოგადოების დაკვეთას და აუქმებს ე.წ. სამხედრო სპეცუბნებს, თითოეული მოქალაქის და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა”.

“პატივცემულო საზოგადოებავ, ჩემო თანამემამულენო… თავდაცვის მინისტი, რომელმაც მუხროვანის სპეცუბანში სპეცოპერაცია ჩაატარა და ჯარის ხმათა 100%-ი უკანონოდ და უსინდისოდ მიითვისა… თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ დანაშაულის კვალის გადაფარვას შეეცადა და უკვე გარდაბანში შექმნა სპეცუბანი, სადაც ხმები ისევ და ისევ საკუთარი ნება-სურვილით გადაანაწილა (თითქოსდა სამხედრო პირებმა ხმა ნაციონალურ მოძრაობასაც მისცეს… თითქოსდა ჯარმა თავისუფალი არჩევანი გააკეთა, რაც ტყუილი და უსინდისობაა), დღეს ცინიკურად აცხადებს, რომ მისსავე სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მთავრობამ დაამტკიცა და ე.წ. სპეცუბნები ამიერიდან გაუქმდება. როცა ვიღაცას დებილი ჰგონიხარ, ეს ძალიან ცუდია… ორმაგად ცუდია და ორმაგი შეურაცხყოფაა, როცა ეს “ვიღაცა” თინა გამყალბებელია.
ახალ პრემიერს მოვუწოდებ იგივე ქმედებისკენ, რისკენაც მოვუწოდებდი ირაკლი ღარიბაშვილს: დაატოვებინეთ თანამდებობა თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს. გაემიჯნეთ ამ უსინდისო სახელმწიფო მოხელეებს. მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს: სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება მუხროვანში ჩადენილი დანაშაულის ირგვლივ. დაიკითხოს ყველა მონაწილე და ორგანიზატორი. პირველ რიგში, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ცენტრალური და საოლქო კომისიის თავმჯდომარეები, მუხროვანის ჯარის ნაწილის ხელმძღვანელობა, რიგითი ჯარისკაცები.
თავდაცვის მინისტრის დღევანდელი პათოსი, რომლის თანახმადაც ის- არჩევნების გამყალბებელი, თურმე, ასრულებს საზოგადოების დაკვეთას და აუქმებს ე.წ. სამხედრო სპეცუბნებს, თითოეული მოქალაქის და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. შეურაცხყოფაა იმიტომ, რომ სწორედ ხიდაშელმა- გამყალბებლოვამ გამოიყენა სპეცუბანი ჯერ მუხროვანში, შემდეგ- გარდაბანში!
ქართულ ჯარს მე კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, შეურაცხყოფას აყენებს თავდაცვის მინისტრი.
და ბოლოს, თუ დღევანდელ ხელისუფლებას ჰგონია, რომ სპეცუბნების თემით დასრულდება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი, ცდება! საპარლამენტო უმრავლესობისგან უახლოეს დღეებში ველი გამოხმაურებას, ჩვენს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების ბედის თაობაზე”
-აცხადებს ინაშვილი

Comments
Loading...