ირმა ინაშვილი: დავით თარხან-მოურავს არ აქვს ფეისბუქ გვერდი, არც არასოდეს ჰქონია!

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის გაშარჟებასა და მასზე ქილიკს კიდევ ერთხელ ეხმაურება

“აი, რა იქნება ჩემი პირველი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში. ის აუცილებლად შეეხება მსგავსი კამპანიის შეზღუდვასა და აღკვეთას! დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებს უმრავლესობაც დაუჭერს მხარს. კანონი უფრო ნათლად უნდა განმარტავდეს არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლის პასუხისმგებლობას. პოლიტიკოსის, საერთოდ, საჯარო პირისთვის იმ აზრების მიზანმიმართული მიწერა, რაც მას არ ეკუთვნის და რაც გათვლილია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, მკაცრად უნდა ისჯებოდეს. დავით თარხან- მოურავს არ უსაუბრია ბაღდათზე, არც მაიაკოვსკიზე და არც გორკის ნაწარმოებები განგვიხილავს. სამარცხვინოა, რაც ჩვენს წინააღმდეგ ხდება. ესაა ზუსტად კაგებეშნიკური მეთოდი. მოგვაწერონ ათასი სიყალბე და როგორმე წარმოგვაჩინონ გიჟებად. არაფერი არ გამოვა ამ შავი კამპანიიდან. ჰაერი. ნული. ვიმეორებ აღგზნებულებისთვის: ციტატა ყალბია. სააგენტოს ეს სისულელე ჩვენთან არ გადაუმოწმებია.
P.S. ეს წუთია სააგენტომ ხსენებული მასალა წაშალა. წაშლა არ გიშველით, გარწმუნებთ.”
-წერს ინაშვილი

5

Comments
Loading...