ირმა ინაშვილი – ეს რომ შეძლონ, თვითონ უნდა ჰქონდეთ ღირსება…

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გახმაურებულ FACEBOOK გვერდს და მათ დადებულ პოსტებს ეხმაურება, ზემოთ ხსენებული ფეისბუქ გვერდი ხშირად აქვეყნებს ცრუ ინფორმაციას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებზე…

“ვისაც ჰგონია, რომ ამ გვერდის ფუნქციონირება რაიმე კავშირშია სიტყვის ან გამოხატვის თავისუფლებასთან, მას, უბრალოდ, წარმოდგენა არა აქვს სიტყვის თავისუფლების არსზე. ეს გვერდი და მსგავსი ტიპის გვერდები ადამიანთა პირად ღირსებას ლახავს. მესმის, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მესმის, რომ უნდა ავიტანო კრიტიკა, შეურაცხყოფაც… მაგრამ არსებობს ზღვარი მოთმინებასა და ღირსების შელახვის უკიდეგანო… ზღვარგადასულ მოცულობას შორის, რაც ცდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ლახავს ჩემს პირად თავისუფლებას. ამ ზღვარს უნდა არეგულირებდეს კანონი, მაგრამ ვერ არეგულირებს, რადგან სოციალურ ქსელს ვეხებით. აქ კი, პასუხისმგებლობა არავის აქვს. არც მუქარაზე და არც ღირსების შელახვაზე. ვიმეორებ: ეს მანკიერება პრეზენტირებულია, როგორც გამოხატვის თავისუფლება, რაც სინამდვილეში ადამიანის ღირსების შელახვაა. მე ჯერ ზოგადად ვსაუბრობ კანონპროექტზე, რომელმაც სოციალურ ქსელში მსგავსი ტიპის გვერდების ავტორთა პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს. ამ კანონპროექტის სრულყოფილ ვერსიას საჯარო განხილვის საგნად ვაქცევ. ვიმოქმედებ, რომ ყველა საჯარო თუ არასაჯარო პირი დაცული იყოს ღირსების შელახვისაგან. ესაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. არ ვსვამ კითხვას, რატომ არ აუქმებს “ფეისბუქის” ადმინისტრაცია კონკრეტულად ამ გვერდს, საჩივრების უზარმაზარი რაოდენობის მიუხედავად. იმედია, სოციალური ქსელის ჯანსაღი ნაწილი ხვდება, რომ აქ ტექნიკური ნაწილის გარდა, ფინანსური და პოლიტიკური დაინტერესების ფაქტორიც მონაწილეობს. არაუშავს, მოვერევით. ამას მშვენიერი ირმა ჰპირდება იმ ხალხს, რომელთა ავადმყოფურ ტვინშიც მსგავსი გვერდების შექმნის იდეა იბადება. კონკურენტებთან ბრძოლა პარტიებსა და პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას ღირსეულად უნდა შეეძლოს… მაგრამ ეს რომ შეძლონ, თვითონ უნდა ჰქონდეთ ღირსება…” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...