ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს

გამარჯობათ, დიდი მადლობა უზარმაზარი თანადგომისათვის! გზა და გზა გაცნობებთ, რა ხდება საგარეჯოში. ყველა უბნის წინ დგანან სოფლების რწმუნებულები, გამგებელი. უფლებადამცველებისა და მედიისათვის უნდა გახსნილიყო ცენტრი, რომლის კარიც დაკეტეს. სამარცხვონოდ ნუ იქცევით. გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ელოდება პროვოკაციებს, რაც ცრუ მოლოდინია. მე არა ვარ პროვოკაციების მომხრე. არ გვჭირდება ეს. ჩემი შტაბი მუშაობს სრული მობილიზაციით. დიდი მადლობა მედიას პროცესების აქტიური გაშუქებისთვის. დღის სამ საათზე ბრიფინგს გავმართავთ.

Comments
Loading...