ირმა ინაშვილი გია ვოლსკის: ტყუილის დაცვა არც სიკეთეა და არც ვაჟკაცობა

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“საგარეჯოს არჩევნები გაყალბდა. ეს იცის ყველამ და ეს იცის გია ვოლსკიმაც. მეტს გეტყვით, გარდაბანში, სპეცუბანზე თინა ხიდაშელმა კვლავ გააყალბა შედეგები და ხმები მისთვის სასურველი პროპორციით გაანაწილა. მოკლედ, კვლავ შეგვაყარა თვალში ნაცარი. ამაზე ბევრი მითქვამს და ახლა აღარ ვილაპარაკებ. არჩევნების გაყალბება უმძიმესი დანაშაულია. გამყალბებელი ამაზე პასუხს აუცილებლად აგებს. მესმის, რომ ვოლსკი უმრავლესობის ლიდერია და უმრავლესობის მუნდირს იცავს, მაგრამ ტყუილის დაცვა არც სიკეთეა და არც ვაჟკაცობა. მინდა ეს გააცნობიეროს და გაითვალისწინოს ბატონმა ვოლსკიმ. გოგი თოფაძის ქმედება კი კაცურიცაა, ვაჟკაცურიც და დასაფასებელიც. რაც შეეხება ძმებ სტუკაჩოვ- ბერძენიშვილებს, ეს ხომ ცალკე ამბავია..” -წერს ინაშვილი

12728963_1138318302853536_7874187766165422036_n

Comments
Loading...