ირმა ინაშვილი: გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენ ვერ გავიხარეთ ჩვენს ქვეყანაში (2015 წლის შეფასება)

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა 2015 წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ქართველი ერისთვის ეს წელი მორიგი მძიმე წელი იყო. „მძიმე წელი იყო, მარტო ჩვენთვის არა, ქართველი ერისთვის იყო კიდევ ერთი მორიგი მძიმე წელი და ყოველთვის გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენ ვერ გავიხარეთ ჩვენს ქვეყანაში.
მე ვინატრებდი, რომ 2016 წელი იყოს ქართველი ხალხის სიხარულის წელი. ბოლოს და ბოლოს ის ხელისუფლება მოვიდეს ქვეყანის სათავეში, ვინც გაახარებს ქართველი კაცის გულს. წაბრძანდით! ეს არის ჩემი გზავნილი თქვენდამი 2015 წლიდან 2016 წელს. საერთოდ რაც შეეხება მოვლენას თვითონ, რომ ესე უნდა წავიდნენ და მოვიდნენ მინისტრები, ამისი მიზეზი იცით რა არის? ხალხი არავის არ აინტერესებს, არავინ არ ფიქრობს იმაზე ხალხს რა უნდა, ვინ უნდა, უნდა თუ არა ეს მინისტრები ამ პოსტებზე, უნდა თუ არა ეს ახლად გამომცხვარი საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ სხვა მინისტრები ამა თუ იმ პოსტებზე. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ელემენტალურად ბიოგრაფია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს, როცა ინიშნება სხვადასხვა თანამდებობაზე, ისტორია ხომ უდნა ჰქონდეს, რომ გადაშლი. რაღაც ხომ უნდა წაიკითხო რომ უცხოვრია, ტკენია, გახარებია, უბრძოლია, საკუთარი ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებია. ხალხი ხომ არ აინტერესებთ, ეს ჩანს ფორმულაში, როდესაც პოლიტიკოსი წარმატების ზენიტში გადადგება და ახსნა განმარტებასაც არ გავაკეთებს. ბატონო ბიძინა, ეს ძალიან ცუდი სტილია, ნებისმიერმა ხელისუფალმა პატივი უნდა სცეს საზოგადოებას და ხალხს. თქვენ მთელი ეს ხელისუფლება, საჯაროდ ვინც მონაწილეობთ პოლიტიკაში და კულუარებიდან ვინც მართავთ პროცესებს, ყველა პასუხისმგებლები ხართ ხალხის წინაშე’’
, – განაცხადა ირმა ინაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში

Comments
Loading...