ირმა ინაშვილი: ირმა ინაშვილს იარაღი არ სჭირდება, ჩემი იარაღი სიმართლეა!

„ის, რაც საგარეჯოში მოხდა, სამარცხვინოა. „რესპუბლიკურმა პარტიამ” განახორციელა ტერორი.”– განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „2030″ საგარეჯოს რაიონში გამართული შუალედური არჩევნების შეფასებისას.

„ეს იყო სააკაშვილის რეჟიმისა და მეთოდოლოგიის გაცოცხლება – ამომრჩევლის დატერორება, მოსყიდვა, დაშინება, ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა, სპეცუბნების ამოქმედება… სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქმეზე, თუ როგორ გაუსწორდნენ აგულაშვილი და თამარ ხიდაშელის მეუღლე ჩემს მომხრეებს.
ირმა ინაშვილს იარაღი არ სჭირდება, ჩემი იარაღი სიმართლეა, რომელსაც ვერავინ მოერევა. მოვითხოვთ, მოხდეს გაყალბებული არჩევნების გამოძიება, ხმის მიცემა სავალდებულო, ხოლო საჯარო მოხელეების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში დასჯადი გახდეს…” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილს მთავრობის სახლთან უვადო შიმშილობა აქვს გამოცხადებული

Leave A Reply

Your email address will not be published.