ირმა ინაშვილი – ხელისუფლების დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ მას პასუხები არა აქვს…

“ყველა მედია-საშუალების და ჟურნალისტის საყურადღებოდ ვწერ: ვინაიდან მეცამეტე დღეა ვშიმშილობ და ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვიმყოფები ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, ვსაჭიროებ რამდენიმედღიან რეაბილიტაციას. გადასხმების კურსის გავლის შემდეგ, დაახლოებით სამშაბათს, კვლავ შევუერთდები მოშიმშილეების აქციას. ვიდრე მე ვიქნები რეაბილიტაციის ქვეშ, მოშიმშილეებს უკვე შეემატა ჩვენი პარტიის საკრებულოს წევრთა შემადგენლობა, სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების საკრებულოებიდან. ხაზგასმით ვამბობ: შიმშილობის აქცია არ შეწყდება! გრძელდება! ძალაშია ყველა მოთხოვნა! ხელისუფლების დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ მას პასუხები არა აქვს…”

წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.