ირმა ინაშვილი – ხიდაშელი ხდება საფრთხე ჩვენი საზოგადოებისათვის

“როცა ღია ცის ქვეშ ზიხარ, ანალიზისთვის მეტი დრო გრჩება. თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი სახიფათო იმიტომაა, რომ ხიდაშელი აზროვნებს, როგორც სააკაშვილი და უფრო ზუსტად, როგორც ვანო მერაბიშვილი. ამ უკანასკნელმა შექმნა პირადად მისთვის ერთგული საპატრულო პოლიცია. პირადად მისთვის ერთგულ ჯარს აყალიბებს თინათინ ხიდაშელიც. არა სახელმწიფოსთვის, არამედ პირადად მინისტრისთვის ერთგულმა პოლიციამ რა ტრაგიკული შედეგი მოგვიტანა, ეს ვნახეთ ქუჩაში დახოცილი ადამიანების სახით.

მერაბიშვილი “კაი ტიპს” თამაშობდა. რიგით პატრულსაც კი პირადად ულოცავდა დაბადების დღეს, პრემიითა და ძღვენით ასაჩუქრებდა და პირად ერთგულებას იხვეჭდა. იგივეს იმეორებს ხიდაშელი. მას ჯარი სჭირდება არა როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, მთლიანობის, სტაბილურობის, არამედ როგორც პირადი ძალაუფლების დაცვისა და განმტკიცების გარანტი… როგორც 2016 წლის არჩევნებში “გამარჯვების” გარანტი… ხიდაშელიც, ვანოს მსგავსად, ჯართან “კაი ტიპშას” თამაშობს და რეალურად ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს.

ქართული ჯარი ხიდაშელის ჯარად ქცევის საფრთხის ქვეშ დგას, ხოლო ხიდაშელის ჯარი ჩემნაირებს, ანუ პოლიტიკურ ოპონენტებს მარტო “რუსს” კი არ დაუძახებს, ადგილზე დახვრეტის ბრძანებასაც შეასრულებს.

სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ხიდაშელი ხდება საფრთხე ჩვენი საზოგადოებისათვის. როცა მე, პარტიის გენერალური მდივანი ვამბობ, რომ რქებს მოვამტვრევ ხიდაშელს (და მოვამტვრევ), ესაა პარტიის გენერალური მდივნის განცხადება… მე ჯარი არ მექვემდებარება!!! ხოლო როცა თავდაცვის მინისტრი საათობით, აღგზნებული ლაპარაკობს საგარეჯოს არჩევნებზე, ემუქრება პრეზიდენტს და მთელ სამყაროს, თუ ჩემთან აქციაზე მოვლენ… მუდმივად მაკერებს ოკუპანტის იარლიყს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ჯართან მაპირისპირებს… ეს იმას ნიშნავს, რომ ჯარს არა გარე მტერზე, არამედ პოლიტიკურ ოპონენტზე გეშავს და ამით ფეხქვეშ თელავს ქართული ჯარის ღირსებას… ეს იმას ნიშნავს, რომ ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე იყო დიდი შეცდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაიბადა სააკაშვილი-2… და თუ დღეს თვალს დავიბრმავებთ, ხვალ 26 მაისი და 7 ნოემბერი ზღაპრად გაგვახსენდება”, – წერს ინაშვილის სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...