ირმა ინაშვილი: ლამპიონიც განათდება, ასფალტიც დაიგება და საგარეჯოს სოფლებში წყალსაც გავიყვანთ!

საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” გამარჯვების შემთხვევაში მისი გეგმების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარია მასსა და საგარეჯოელებს შორის კონტაქტი, ერთიანობა არ გაწყდეს, დანარჩენ პრობლემებს, კი რაც საგარეჯოს მოსახლეობას აწუხებს, „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებლად გადაწყვეტს.

„მე მინდა საგარეჯოელებს მადლობა გადავუხადო დიდი თანადგომისთვის და დავპირდე, რომ ყველა ხმა იქნება დაცული. ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რომ ადამიანები არ დარჩებიან მარტო. დღეს ხიდია ჩატეხილი ხელისუფლებასა და ხალხს შორის და ეს ხიდი არ იქნება ჩატეხილი ჩემსა და ხალს შორის. დანარჩენს ყველაფერს მოევლება. ლამპიონიც განათდება, ასფალტიც დაიგება და წყალზეც ვიფიქრებთ, როგორ გავიყვანოთ, მთავარია შედგეს ეს ეს ერთიანობა და დღეს ეს ერთიანობაა ჩემსა და საგარეჯოელებს შორის.”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს რაიონში სუალედური არცევნები ხვალ გაიმართება.

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს და მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 2 კანდიდატი.

Comments
Loading...