ირმა ინაშვილი ლევან ბერძენიშვილს მიმართავს: “ჩემს ქვეყანას დაანებეთ თავი”

– “ისტერიკასა და აგონიაში მე კი, არა, თქვენ ხართ, ბატონო ლევან. ჯერ ჩემს ქვეყანას დაანებეთ თავი და მერე მე დაგანებებთ თავს, გპირდებით! 🙂 და მთავარი- დაამშვიდეთ თქვენი კანდიდატიც, მთელმა საქართველომ იცის, რომ სამარცხვინოდ წააგო… მთელმა საქართველომ იცის, რომ გააყალბეთ ეს არჩევნები… გამოიყენეთ ივანიშვილიც, მთელი მთავრობაც, ჯარიც, აზერბაიჯანულ მოსახლეობას სისხლი გაუშრეთ… თორემ მე ბევრჯერ დავმარცხებულვარ და ამ დამარცხების აღიარება არ გამჭირვებია. მოგებულ ბრძოლას კი, არ დაგითმობთ! ეს კარგად დაიმახსოვრეთ! ჩემს ქვეყანას თქვენნაირი ბებერი პოლიტიკური ცხოველები ჭამდნენ ყოველთვის და ამიტომაც ყოველგვარ ბრძოლას აზრი ეკარგება. მაშინაც კი, როცა გამარჯვებული ხარ… აი, ამის საშუალებას არ მოგცემთ… ქართველი ხალხისთვის ხმისა და არჩევანის წართმევის უფლებას არ მოგცემთ, თორემ მაგ პარლამენტში ყოფნა ჩემთვის რომ დიდი ტვირთი და სასჯელია, ეს წინასწარ ვიცოდი, პატარა ბავშვი არა ვარ.”

წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.