ირმა ინაშვილი ლევან ბერძენიშვილს: პირდაპირ გეუბნებით, რომ КГБ-ს აგენტი იყავით

“არ გავა დღე, ლევან ბერძენიშვილმა არ მახსენოს. ახლა იმას არკვევს, ვინ უფრო გულწრფელია: მე (პროევროპელიც და პრორუსი ირმა ინაშვილი), თუ ნინო ბურჯანაძე (მხოლოდ პრორუსი)?! თან, ამტკიცებს, რომ აგენტი არ ყოფილა და არც პუტინი მოსწონს.. აგენტი არ ყოფილხარ კი არა, აგენტების აგენტი იყავი შენც და შენი ძმაც, იგივე პოლიტიკური ხვრელი, თუ, უბრალოდ, ხვრელი! პრორუსი კი არა, საბჭოთა უშიშროებას სიზმარშიც ხოტბას ასხამდით და მთელი თქვენი კურდღლადქცეული ცხოვრების მანძილზე რამდენი კაცი ჩაუშვით და მოსპეთ, ამაზეც ვილაპარაკოთ, როცა გაგეხარდებათ.
მე ერთი უბრალო, პატარა ადამიანი ვარ. არასდროს ვყოფილვარ არც არავის აგენტი და არც არავის “პრო”, არც სუკის საბუთებით გამიტარებია ცხოვრება… ხოლო თქვენ… ორივე ძმა КГБ-ს მოწმობებს ყრმობიდანვე გულის ჯიბით ატარებდით. დაწმუნებული ვარ, ამ “სანუკვარ დოკუმენტს” დღესაც საგულდაგულოდ ინახავთ. ჰოდა, ი-КГБ-შნიკეთ და თავი დაგვანებეთ იმ ხალხს, რომლებსაც, თქვენგან განსხვავებით, არც ძერჟინსკის სახელზე დაგვინთია სანთელი და არც პუტინს ვუნთებთ კელაპტარს…
უგუნური და ჩლუნგი არ მგონიხართ. იარლიყს მიზანმიმართულად მაკერებთ. ჰოდა, თქვენი და თქვენი ძმის, იგივე ხვრელის გასაგონად კიდევ ერთხელ გპასუხობთ: შეუშვით მაგ გასაბჭოებულ გონებაში, რომ არც მე და არც ჩემი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ პრორუსულები, არასდროს გამოგვიხატავს პრორუსული ან პროპუტინისტური აზრები… არც არასდროს გვისაუბრია ევრაზიულ კავშირზე და თუ ამას კვლავ ვერ, ან არ გაიგებთ, ჩავთვლი, რომ უბრალოდ ჩლუნგები ხართ… მაგრამ ვფიქრობ, თქვენ ეს მშვენივრად იცით. უბრალოდ, გსურთ, ჩვენგან მტრის ხატი შექმნათ… ტყუილით, ცილისწამებითა და იარლიყების მიკერებით. მე კი, იარლიყს არ გაკერებთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ КГБ-ს აგენტი იყავით. პირდაპირ გეუბნებით, რომ სამშობლოს ყიდდით და დღესაც ყიდით სოხუმსა და ცხინვალს. ამას მტკიცებაც კი არ სჭირდება. თავად ამბობთ ყველაფერს, ღიად…”

-წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.