ირმა ინაშვილი :მაჩვენეთ ადამიანი… უცნობი, ან ძალიან ცნობილი, რომელსაც 20-30 წლის წინ ან რომანტიკული თავგადასავალი არ ჰქონდა

ირმა ინაშვილი რუსთავი 2 ზე გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა,რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირველ ქორწინებას ეხებოდა.

“მაჩვენეთ ადამიანი… უცნობი, ან ძალიან ცნობილი, რომელსაც 20-30 წლის წინ ან რომანტიკული თავგადასავალი არ ჰქონდა… ან დიდი სიყვარული… ან შეცდომა არ მოსვლია ცხოვრებაში, რადგან ვნება სიყვარული ეგონა… ან რაიმე კონკრეტული ვითარების გამო, არ გაბმულა მახეში… ვინაა ეს კრისტალური, ვისაც მხოლოდ სწორხაზოვანი წარსული ჰქონდა?!… და რატომ უხარიათ ადამიანებს სხვა ადამიანების გარდასულ დღეებში ძვრომა… რადგან ცნობილი ხარ, ნუთუ ვალდებული ხარ მთელ სამყაროს აუხსნა, ვინ გიყვარდა და ვინ არა?!…

ვინ გატკინა გული, ან შენ ვის გაუბზარე ცხოვრება?!… ვინ იყო შენი ცოლი, ქმარი, ან უბრალოდ სულიერი მეგობარი… თუ საქმიანი პარტნიორი?!… მრავალი წლის მანძილზე ვიყავი ჟურნალისტი და ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის ადამიანთა პირადი ცხოვრების ექსპერტიზა… მათ შორის, საჯარო პირების… პოლიტიკოსების ცხოვრებიდან მხოლოდ აწმყო მაინტერესებს და ისიც, პოლიტიკის ნაწილში!!!“- აცხადებს ინაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.