ირმა ინაშვილი მიიჩნევს რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დამკვეთი უკრაინაში იმყოფება

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ბესიკ ხარძანის მკვლელობის დამკვეთი უკრაინაში იმყოფება

„ბესიკ ხარძიანიც, იური ვაზაგაშვილიც, ჩვენი ყველა თანამებროძილი, ვინც ამ 10 წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმს, ამ ბოროტებას ებრძოდა, ბოლო წლებში ყველა ამბობდა, რომ ქვეყანაში უნდა აღსდგეს სამართლიანობა და დაისაჯონ დამნაშავეები. ეს თვითმიზანი არ ყოფილა, მათთვის, დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან…
დღეს პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პროკურატურამ იმუშავა ძალიან კარგად. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ჩემს ინტერესებში უნდა შედიოდეს ხელისუფლების კრიტიკა, ამ შემთხვევაში პორკურატურას ძალისხმევა არ დაუხარჯავს, რომ გამოეძიებინა შემსრულებლების საქმე.
იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება დამკვეთებამდე გავა. თუმცა მანამდეც ვამბობდი, რომ კვალი მიდის უკრაინაში. გაირკვა, რომ მკვლელი და შემსრულებელი უკრაინელი იყო, გაირკვა, რომ კიევიდან ჩამოფრინდნენ ისინი, რასაც მე ვამბობდი დადასტურდა. დამკვეთი ზის კიევში, ეს არის სააკაშვილი და ადეიშვილი. მე ახალს არაფერს ვამბობ.”
– განაცხადა ინაშვილმა გადაცემაში „პრიორიტეტი”

Leave A Reply

Your email address will not be published.