ირმა ინაშვილი – მივმართავ პრემიერ-მინისტრს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი

“არჩევნების დღეს მუხროვანის სამხედრო ნაწილი, 50-ე საარჩევნო უბანი დახურული იყო ჟურნალისტებისათვის. გარდაბანის სამხედრო ნაწილში საარჩევნო უბანი მედიისთვის გახსნეს, რადგან თავდაცვის მინისტრს წინასწარ ჰქონდა ხმები განაწილებული ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვისაც. თითქოსდა ჯარმა თავისუფალი არჩევანი გააკეთა, ე.წ. პროდასავლური ძალების სასარგებლოდ, რაც ფარსი და ტყუილია. თავდაცვის მინისტრმა გარდაბანში, სამხედრო უბანზე ხმები კვლავ მისთვის სასურველი პროპორციით გადაანაწილა. მორიგჯერ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და ჩაიდინა დანაშაული. მივმართავ ყველა ჟურნალისტს, გაითვალისწინეთ, რომ
ა) როცა სამხედრო ნაწილში შედიხართ და ჯარისკაცებთან ინტერვიუს იწერთ, ისინი არ და ვერ დაგიდასტურებენ დარღვევების, თუ უკანონობის ფაქტს.
მივმართავ პრემიერ-მინისტრს:
ბ) გამოძიების დასრულებამდე თინა ხიდაშელი გადააყენეთ დაკავებული თანამდებობიდან! წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმეებზე ზეწოლა გარდაუვალია.
გ) თავდაცვის მინისტრის მცდელობა დამაპირისპიროს ქართველ ჯარისკაცებთან, სრული კრახისთვისაა განწირული, ამიტომ დაოკდეს!ვუმეორებ: მაგ სქელ რქებს მოგამტვრევ!!!” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...