პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ეჭვობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადების მომზადებით პარლამენტს პროვოკაციაში ითრევს.
ინაშვილის განცხადებით, მას უმცირესობის მიერ მომზადებული განცხადება არ მიუღია. შესაბამისად, მის შინაარსს არ იცნობს.
“ისე ჩქარობთ, რაღაც პროვოკაციაში გვითრევთ. გეოპოლიტიკური ვითარება რთულია და სადღაც გვითრევთ და იქ თავს არ ჩაგათრევინებთ”, – მიმართა უმცირესობას ინაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს მოუწოდებს, სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება მიიღოს.