ირმა ინაშვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემაა.

ოპოზიციონერები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ და პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

შეხვედრას ბაჩუკი ქარდავა, მამუკა კაციტაძე და პაატა დავითაია ესწრებიან.

Comments
Loading...