ირმა ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს

პარლამენტმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის პოსტზე 106 ხმის უმრავლესობით დაამტკიცა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას, სპიკერის რანგში, ირაკლი კობახიძე უძღვება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ ვიცე-სპიკერად „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი დაამტკიცეს, ხოლო ვიცე-სპიკერებად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე, „ქართული ოცნების“ წევრი ილია ნაკაშიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური და „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი აირჩიეს.

თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატთა 120 ხმა მიიღო, სერგი კაპანაძემ – 94, ილია ნაკაშიძემ – 131, ირმა ინაშვილმა – 106, ზვიად ძიძიგურმა – 129 და გია ვოლსკიმ – 129.

 

Comments
Loading...