ირმა ინაშვილი: პარლამენტარის სტატუსი ხელს ვერ შემიშლის

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გაზეთ „ვერსიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იქნება ყველა დეპუტატისგან გამორჩეული და დაამსხვრევს სტერეოტიპს, რომელიც თმენის ვალდებულებასა და გარკვეულწილად ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს.

ჟურნალისტმა ინაშვილს ის ვიდეოც შეახსენა, რომელიც კინოს სახლთან, „ნაციონალური მოძრაობის” და „თავისუფალი ზონის” წევრებთან დაპირისპირებას ასახავს და რომელშიც ის ემოციურ ფონზე იგინება.

ძალიან კარგს ვაკეთებ, რომ ვაგინებ, კიდევ შევაგინებ და პარლამენტარის სტატუსი ხელსვერ შემიშლის, ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი!– აცხადებს ინაშვილი.

– მერე, საჯარო პირის თმენის ვალდებულებას რა ვუყოთ?

ეს სხვა საკითხიაპარლამენტის წევრის სტატუსი ჩემს თავისუფლებას ვერ შებორკავს!პირველ რიგში, პიროვნება ვარ და მერე პარლამენტის წევრი. მერწმუნეთ, საქართველოსსაზოგადოებას პარლამენტის ისეთი წევრი არ სჭირდება, რომელიც მონუსხული,დადუმებული, ურეაქციო და უემოციო იქნება! ასეთი უემოციო, უპოზიციო დაუბიოგრაფიო დეპუტატები ვნახეთ. ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას სულ სხვა სტილისპოლიტიკოსები სჭირდება, პოლიტიკას კიარასტანდარტული და შემოქმედებითიაზროვნება, თორემ ქართული პოლიტიკა ძალიან დახავსებულიაპოლიტიკა მარადმწვანეპოლიტიკოსებმა შეჭამეს და ახალ სახეებს არ უშვებენ“, – აცხადებს ინაშვილი.

 

წყარო: reportiori.ge

Comments
Loading...