ირმა ინაშვილი პატიმარ თეა სირაძეს ხვდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პატიმარ თეა სირაძესთან შეხვედრას აანონსებს

“ხვალ რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში შევდივარ. ვხვდები პატიმარ თეა სირაძეს. შეხვედრის ინიციატორი მე ვარ. როგორც ქალი პარლამენტის წევრი, საჭიროდ ვთვლი,- უშუალოდ თეასგან გავეცნო მისი საქმის დეტალებს, თუმცა ამ საქმეზე უკვე ბევრი რამ ვიცი და მთავარი, რასაც ვგრძნობ ისაა, რომ თეა სირაძე იმსახურებს თავისუფლებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტი სულ სხვა კუთხით შეაფასებს თეა სირაძის საქმის მასალებს და ბოლოს და ბოლოს შეიწყალებს მას. ხვალვე პატიმარ თამარ ტალიკაძეს შევხვდები, რომელმაც წერილით მომმართა.” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...