ირმა ინაშვილი პატრიარქის შეწყალების უფლების ინიციატივასთან დაკავშირებით

“შეწყალების თემაზე გამახსენდა… ზვიად ქორიძე რომ შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობს, ეს, ალბათ, ხელისუფლებას ნორმალურ მოვლენად მიაჩნია… ეტყობა, ქორიძეს დიდი დამსახურება მიუძღვის პატიმრების დაცვის საქმეში… ეტყობა, თავისი შეუპოვარი ბრძოლით ძალიან გამოიჩინა თავი სააკაშვილის რეჟიმის დროს, რათა ემხილებინა პატიმართა კვლისა და წამების ფაქტები… და დაუფასდა. როცა ხელისუფლება ბრმა და უმადურია… როცა ხელისუფლება განურჩევლობას თვითონ ამკვიდრებს… როცა მარტო ხალხისგან წყინს დაუფასებლობა და თვითონ ძირითადად უბიოგრაფიო და უგვანო ადამიანების წახალისებითაა დაკავებული, ამაზე დიდი უბედურება,- არვიცი კიდევ რა არის… მაგრამ ვინაა ქორიძე? ვინ იყო მისი რეკომენდატორი? კვლავ რესპუბლიკური პარტია! შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს და ეს უფლება მასვე უნდა დარჩეს, მაგრამ თუ ვინმე ქორიძეს, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის 95%-ი საერთოდ არ იცნობს, ხოლო ვინც იცნობს, უდიდესი ნაწილი ან არ ენდობა, ან არაფრად მიიჩნევს, თუ ამ ქორიძეს აქვს სიის წარდგენის უფლება, პატრიარქს რატომ არ უნდა ჰქონდეს? პატრიარქს ენდობა ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ხაზს ვუსვამ: პატრიარქს უნდა ჰქონდეს შესაწყალებელთა სიის წარდგენის უფლება და არა შეწყალების უფლება. შეწყალების უფლება უნდა დარჩეს პრეზიდენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ პატრიარქს მიეცემა პატიმართა შეწყალების უფლება, პატრიარქი მუდმივი კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდება და, საბოლოო ჯამში, გაჩნდება ეკლესიაზე მუდმივი თავდასხმის ახალი მიზეზი და ინსტრუმენტი.”

-წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.