ირმა ინაშვილი – რესპუბლიკელებმა საგარეჯოს შეწირეს ე.წ. სახე, ჩამოიხიეს ნიღაბი…

ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი

რესპუბლიკელებმა საგარეჯოს შეწირეს ე.წ. სახე. ჩამოიხიეს ნიღაბი. მხოლოდ 7 თვით “გაისწორეს” და რა? მთავრობის სხდომებზე ფეხების ბაკუნითა და შანტაჟით დაკავებული რესპუბლიკელი მინისტრები დღეს აღარ არიან მინისტრები. ერთი ცალი გაოცნებისფერდა. (ყოჩაღ. კიდევ ბევრი ხე- ტყეა გასაყიდი და გასაჩეხი). დანარჩენებმა ხელისუფლებაზე ისე “აკრიფეს”, თითქოს 4 წელი მე ვიყავი ამ ხელისუფლების “დირექტორი”. საგარეჯოს დააკვდა მთელი რესპუბლიკური “თანავარსკვლავედი” და ახლა ისე მოკურცხლეს საგარეჯოდან, ხალხისთვის ერთი “ნახვამდის” არავის უთქვამს. დედულეთში ივანიშვილის სახელით მოგებული საგარეჯო მამულეთით- ზესტაფონით შეცვალა, საყვარელი… 🙂 მაგრამ იქ არც ივანიშვილია უკვე და აღარც ჯარი. ხელი არავინ შეუშალოთ მოგებაში 🙂 მოქმედმა დეპუტატმაც საბურთალოსკენ იქცია პირი, საგარეჯო არც ერთს ენანება და არც მეორეს. არც ვალდებულება აქვთ და არც პასუხისმგებლობა. ესაა მაგალითი, როგორ დაიკიდებენ მერე ზესტაფონს და საბურთალოს… დათუნა კომუნისტინი საერთოდ აღნოჩენაა, რომელიც წარა- მარა “სამშობლოს” ახსენებს. ლევანიკო გაქრა? თუ ჩემი ბოღმისგან გასკდა? ეჰ, სამშობლო ამ ხალხისთვის სკამია. სამშობლოს კი არა, დედას გაყიდიან ამ სკამისთვის.

Comments
Loading...