ირმა ინაშვილი: საგარეჯოელებო, ჩვენ გავიმარჯვეთ!

საგარეჯოელებო, ჩვენ გავიმარჯვეთ! უნდათ, რომ მოგვიგონ ჯარით, მაგრამ უჯარმის უბანში ისეთი დარღვევებია დაფიქსირებული, რომ ეს უბანი და მისი შედეგები უპირობოდ უნდა გაუქმდეს! დღეს, დილის 11 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც უნდა გადაწყდეს ამ ოქმის გაუქმება- არ გაუქმების საკითხი. ყველას, ვინც ხედავთ, როგორ იყენებს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების ხმას, გთხოვთ მობრძანდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, დილის 11 საათიდან!!! შეძრული ვარ საზოგადოების უზარმაზარი თანადგომით. მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ საგარეჯოელებს… ჩემს მხარდამჭერებს, რომლებიც ამ დრომდე იყვნენ უჯარმაში.

Comments
Loading...