ირმა ინაშვილი შიმშილობას იწყებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხვალიდან, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, შიმშილობას იწყებს. დღეს კი, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

„ხვალიდან შიმშილობას ვიწყებ, ვიდრე გარანტიებს არ მოგვცემენ, რომ საარჩევნო გარემო შეიცვლება. ესენი უარესები არიან. შეიტკბეს ხელისუფლება და გარშემო ყველას ჩაგრავენ. მიშა სააკაშვილის დროს არ დამიწყია შიმშილობა, მაგრამ ესენი სხვაგვარად არ რეაგირებენ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

შეგახენებთ, საგარეჯოში პარლამენტის შუალდეურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა გაიმარჯვა. ირმა ინაშვილმა კი, მეორე ადგილი დაიკავა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

„ბიულეტენები ჯიბიდან, ჩანთიდან თუ საცვლიდან ამოაძვრინეს“, – აცხადებდა ინაშვილი.

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.