ირმა ინაშვილი თავდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

“თავდაცვის მინისტრი, რომელიც უხეშად ერევა არჩევნებში… რომელიც ჯარისკაცის ხმას იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის… რომელიც ამართლებს მუხროვანში ე.წ. დახურული სპეცუბნის შექმნას ( რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს თავად აპროტესტებდა), უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს სულისკვეთება, ეს აზროვნება სააკაშვილის გზის გაგრძელებაა და მავნებელია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. რაც შეეხება ე.წ. რუსების თემას, თავდაცვის მინისტრს ვუმეორებ: რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირები და ლიდერები საკუთარი, 1 %- იანი პარტიის რიგებში მოიკითხოს. გემს მიხედეთ, ჯობია და საგარეჯოს არჩევნებს დაანებეთ თავი. ქართველი ჯარისკაცის ღირსებას ფეხქვეშ არ გაგათელინებთ.”

წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...