ირმა ინაშვილი: თინიკო – გამყალბებელმა ხელისუფლება სერიოზულად დააზიანა

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გარდაბანში თინათინ ხიდაშელის მიერ შექმნილ და შემდეგ გაუქმებულ სპეცუბნების თემას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:
ირმა ინაშვილი: “თინიკო – გამყალბებელმა ხელისუფლება სერიოზულად დააზიანა და ხელისუფლებამ ეს გააცნობიერა!
საგარეჯოს არჩევნები რომ გაყალბდა, ეს ყველამ ვიცით… მაგრამ თინიკო-გამყალბებელი არ ელოდა, რომ ამას ბრიუსელშიც დაიჯერებდნენ და ვაშინგტონშიც. არადა, დაიჯერეს. ოპოზიციის მიერ წარდგენილი სამხილებიც მიიღეს და თინა- გამყალბებელს ნიღაბიც ჩამოეხსნა. ხან რუსებს გვეძახდა, ხან- ფაშისტებს, ვერც ამ იარლიყებმა უშველა ვითომ ლიბერალ და ვითომ დასავლეთის მოყვარულ თინიკო- გამყალბებელს. გარდაბანშიც იგივე ხრიკის გამოყენება სურს თინიკო- გამყალბებელს. აკი “სტუკაჩი” ბერძენიშვილი გვეუბნება,- უკლებლივ ყველგან ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნებიო. ეტყობა, ვერ იჯერებს, რომ КГБ აღარ არსებობს. ტყუილად არ უთქვამთ,- ყოფილი “კაგებეშნიკები” არ არსებობენო.
პრემიერის განცხადება,- სპეცუბნების გაუქმების შესახებ, თინა – გამყალბებლისთვის გულში ლახვარია. ჯერ სად არის. მას და აგულაშვილს ციხე არ აცდებათ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ გააცნობიერა, თუ რაოდენ დიდი უსინდისობა და უსამართლობა ჩაიდინა საგარეჯოში.
დარწმუნებული ვარ, იმასაც მიხვდა, თუ რაოდენ დიდი ზიანი მიაყენა საკუთარ თავს. დადებითად ვაფასებ პრემიერის განცხადებას, სპეცუბნების გაუქმების შესახებ. ახლა მთავარია, რომ ამ განცხადებას ხორცი შეესხაა და თინა- დირექტორმა მთელი მთავრობა არ დაითხოვოს… მაგრამ პრემიერს მინდა ვუთხრა: ეს დასაწყისი უნდა გახდეს. ჩვენი მოთხოვნები თქვენ იცით. ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება იზრუნებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. იმედი მაქვს, რომ შიმშილობა და მიტინგები გაზაფხულზე აღარ დაგვჭირდება. არავის არც ვაშინებ და არც ვემუქრები. უბრალოდ, გეუბნებით: ჩვენ უკან არ დავიხევთ.
ვიცი, რომ თინა- გამყალბებელი, დავით- კომუნისტი ( შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილი 9 აპრილის ტრაგედიის მეორე დღეს შებრძანდა კომპარტიაში) და ძმები- “სტუკაჩები” ( ბერძენიშვილები) დღენიადაგ უმტკიცებენ ბიძინა ივანიშვილს,- “პატრიოტებს” რეიტინგი არა აქვთ და ისინი პარლამენტს მიღმა უნდა დავტოვოთო… ამ 0 %- იან ოთხეულს ვპასუხობ: ჩვენ პარლამენტში შესვლისთვის არ ვიბრძვით. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ჩვენ თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ.”

Comments
Loading...