ირმა ინაშვილი ჟურნალისტი გიორგი გასვიანის ცემის ფაქტს ეხმაურება
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილის კომენტარი
“არავითარი საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო გიორგი გასვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტზე მოხდა თავდასხმა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან და ეს არის ყოვლადდაუშვებელი ფაქტი. ეს არის დანაშაული. როგორც პარლამენტის ვიცესპიკერი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ვგმობ ამ სამარცხვინო ფაქტს და ველოდები, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და დამნაშავე დაისჯება. ასეთი პოლიციელები დისკრედიტაციას უწევენ სისტემას.” -წერს ინაშვილი