ირმა ინაშვილის მხარდამჭერები საავადმყოფოში გადაიყვანეს

“პატრიოტთა ალიანსის” 4 წევრი შიმშილობის გამო შეუძლოდ გახდა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებულია ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.

ირმა ინაშვილის თქმით, აქციის ყველა მონაწილე, რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე დაემუქრება, კლინიკაში გადავა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას პარტიის წევრები არ აპირებენ.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მთავრობის კანცელარიასთან მე-10 დღეა, შიმშილობენ.

Comments
Loading...