ირმა ინაშვილის პასუხი თინათინ ხიდაშელს: “მოგტყება ეგ სქელი რქები, თან, მალე”

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელის გაცხადებას ეხმაურება. განცხადებაში თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა რომ არცერთ პირს არ გამოუთხოვია ოფიციალური ინფორმაცია სამხედროების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

“თინიკო გამყალბებლოვას: რატომ უნდა მოემართა ვინმეს თავდაცვის სამინისტროსთვის, როცა პირდაპირ უწყებათაშორის კომისიაზე ვსვამდით ამ საკითხს. სწორედ საგარეჯოს არჩევნებამდე და ვითხოვდით განმარტებას, რამდენი სამხედრო პირი იმყოფებოდა მუხროვანში. თავდაცვის სამინისტრო კი, ამ სხდომებზე გვპასუხობდა, რომ მუხროვანში მხოლოდ 25 ჯარისკაცია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობასო. ამის გამო, თეა წულუკიანმა შეგაქოთ კიდეც… მაგრამ სულ ტყუილად. რამდენიმე დღეში მთელი 500 ჯარისკაცი გადაისროლე მუხროვანში! მაჭავარიანს და გოგორიშვილსაც კი გადაიჯოკრე საარჩევნო უსინდისობასა და კანონის ფეხზე დაკიდებაში. ჰოდა, მოგტყება ეგ სქელი რქები, თან, მალე.” -წერს ირმა ინაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.