ირმა ინაშვილი:უშუალოდ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ხდებოდა ღია საეთერო მაუწყებლობის ჩახშობა

საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებზე აპირებს საუბარს ირმა ინაშვილი. საფრანგეთში გამგზავრებამდე კი პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ბრიფინგი გამართა.

მისი მტკიცებით, არჩევნების დღეს და მის წინა პერიოდში მათ ტელევიზიის მეშვეობით შეეზღუდათ ამომრჩეველთან ურთიერთობა და ამაში ინაშვილმა თავდაცვის მინისტრი დაადანაშაულა. მომხდარის გამო ინაშვილი პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს.

„უშუალოდ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ხდებოდა ღია საეთერო მაუწყებლობის ჩახშობა. ეს არის დანაშაული. ჩვენ ამ დღეებში მივმართავთ პროკურატურას,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.