ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მურუსიძე დღევანდელი ხელისუფლების სახეცაა…

ირმა ინაშვილი: “მურუსიძე მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის სახე არაა. ის ჩემთვის დღევანდელი ხელისუფლების სახეც გახდა.”

“ვიდრე ადვოკატთა ასოციაციის წევრები მართლმსაჯულების სახლთან აქციას მართავდნენ, მურუსიძე ღია აივანზე (კოლეგასთან ერთად) სეირნობდა და აუღელვებლად საუბრობდა… გირგვლიანის მკვლელი მოსამართლე აივანზე იმიტომ გავიდა, რომ აქციის მონაწილეებისა და მედიისთვის ეჩვენებინა:” მე არ მეშინია თქვენი”, “მე არ მაინტერესებს თქვენი აზრი”… მურუსიძე მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის სახე არაა. ის ჩემთვის დღევანდელი ხელისუფლების სახეც გახდა. დიდიხანია უტიფრობის ასეთ მაგალითს ჩემზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ვიდრე მურუსიძე შერაცხული იქნება სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად… ვიდრე მუდმივად შეეცდებიან შეურაცხყოფა მოგვაყენონ და გვითხრან, რომ ასეთ მოსამართლეებზე დგას, თურმე, ქართული მართლმსაჯულება… ჩვენ არაფერი, არაფერი გვეშველება… გამოიღვიძეთ, ვინც ჯერ კიდევ ვერ აღიქვამთ, რომ საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე შეიძლება ჩანდეს.” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...