ირმა ნადირაშვილი – მინდა პრემიერს ვუთხრა, რომ ასე ქვეყანას ისინი ვერ ააგუგუნებენ

“მიუღებელია სიტუაცია, რაც პარლამენტში ხდება. პირველი რეგისტრაციის დროს 11 ხმა გააყალბეს – დეპუტატები სხდომათა დარბაზში არ იყვნენ და რეგისტრაცია ისე გაატარეს. როცა პროტესტი გამოვთქვით, ამ ადამიანების რიცხვმა მოიკლო. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც მთავრობა მოდის, გასანაწილებელია თანამდებობები ან პრეზიდენტთან აქვთ რაიმე გასაყოფი ან სადაო. მინდა პრემიერს და უმრავლესობას ვუთხრა, რომ ასე ქვეყანას ისინი ვერ ააგუგუნებენ და ჯობია, საქმეს მიხედონ – დალაგდნენ და იმუშაონ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

Comments
Loading...