ირმა ნადირაშვილი – ოქტომბერში ოცნება უნდა დავამთავროთ!

“დავით კირკიტაძის ძმა 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში წერს

“ამით ნათლად დადასტურდა, რასაც პირველივე წუთებიდან ვაცხადებდით:

კირკიტაძის ოჯახის წევრი გარდაბნის არჩევენბის წინ ხელისუფლებას მძევლად ჰყავდა აყვანილი. მისი დაკავების საბაბი მოქმედი პოლიციელის მრიდან ჩადებილი პროვოკაცია გახდა.

ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს,რომ ოჯახის წევრების ციხეში ჩასმა,საარჩევნო უბნებზე იარაღით ზონდერების სირბილი მას ხელისუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ის რაც შესაძლებელი იყო ერთ ოლქში,შეუძლებელი იქნება მთელს საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში. ოქტომბერში ოცნება უნდა დავამთავროთ!”– წერს ნადირაშვილი

Comments
Loading...