ირმა ჭკადუა – ამხელა ტელეკომპანიის დირექტორს როდის ედო გაჩეჩილაძეების უკანალზე ყური?
„ის რასაც სოციალურ ქსელში ბატონი გვარამია ორი დღეა წერს, დედათქვენზე ან მამათქვენზე მსგავსი რამ რომ გითხრან, რეაქცია არ გექნებათ? – აი, ეს უთხრა და იმიტომაც მოიქცა ისე როგორც მოიქცა, სხვა არაფერი არ ყოფილა. ასეთი ფაქტი დღეში ათი ათასობით ხდება ყველა რესტორანში. სამწუხაროა, რომ შსს-მ რესურსი დახარჯა, „კოჭი გაუგორა“ ნიკა გვარამიას და რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. არ არსებობდა მისი დაკავების საფუძველი. ადამიანი თვითონ გამოცხადდა უწყებაში, მივიდა და თქვა, რომ ასეთ ინცინდეტს ადგილი ჰქონდა. სამარცხვინოა, რომ გვარამია დღეს ძალიან ბევრს ბედავს, გამონათქვამიც ხომ გახსოვთ, „ბავშვი ტირის, ეკითხებიან, რა გატირებსო, ის კი პასუხობს – „გამდის და ვტირიო“ – დიახ, გასდის ნიკა გვარამიას და იმიტომაც ბედავს ამდენს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ძალიან მაინტერესებს, (არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო, რომელსაც გვარამია სოციალურ ქსელში ეს დღეები წერს…) ყოფილი პროკურორს, ამხელა ტელეკომპანიის დირექტორს როდის ედო გაჩეჩილაძეების უკანალზე ყური? და როდის გამოიტანა დასკვნა, რომ ეს ადამიანები ასეთები არიან? – ძალიან მაინტერესებს, იქნებ, საზოგადოებას გასცეს პასუხი. ეს არის სამარცხვინო, რომ ასეთი ლექსიკონით მოლაპარაკე, ასე მოაზროვნე ადამიანი დღეს ხელმძღვანელობს ერთ-ერთი წამყვან ტელეკომპანიას“,– აცხადებს ირმა ჭკადუა “მარშალპრესთან”.
წყარო: “მარშალპრესი”