“ის რომ, რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული…”

“გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ტრანზიტის საფასურზე მიმდინარეობს.

„დღეს არის საუბარი იმაზე, რომ დღეს ჩვენ ვიღებთ გატარებული მოცულობის 10 პროცენტ ბუნებრივ აირს და გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე და დამატებით, დეფიციტის შევსება, რომელიც დღეს აქვს ბაზარს, ამის შევსება მოვახერხოთ წამოღებული დამატებითი მოცულობით. აქ საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე. ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტს ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“. – განაცხადა კახა კალაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.