“ის თუნდაც ბოროტი იყოს,თქვენ არარაობებს გაჯობათ და ზიზღით შეგხედათ!”

“ბედუკაძის და ზოგადად ციხეში ზედამხედველების მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ მაქვს და წესით ოჯახში და ეროვნული ინტერესებით აღზრდილ კაცს არც უნდა ეხატებოდეს გულზე,რადგან ნაგულაგარ–ნაციხარი მამა–ბაბუების და ნათესავების ფონზე „ვვ“–ს პაგონების სისხლის სუნი ასდით ამ ოხრებსაც რაც არ უნდა ოქროდ გადაიქცნენ,მაგრამ!არის ერთი მაგრამ,,,, ბედუკაძესთან დაკავშირებით!ამ კაცს თუნდაც დაედგა ეს კადრები,თუნდაც ეცემა იქ ვინმე,თუნდაც გამორჩენის მიზნით გამოეტანა იმ ჯოჯოხეთიდან ინფორმაცია და ბიძინას დაეკვეთა რომ ფულს გადაუხდიდა და ა.შ.
მან თუნდაც პირადი ინტერესის გამო მაინც შეძლო გაეწირა თავი,თუნდაც ფულის,თუნდაც ოჯახის უკეთესი მომავლის გამო გადადგა ეს სასიკვდილო ნაბიჯი.თქვენ კი დანარჩენებმა რა ქენით, თქვე მონის მონებო?თქვე ბონია მეწისქვილეებო,ნაგანის,ქოფაკის და თვეში 5მანეთის გულისთვის ლოკავდით უკანალს ამ პოლიტიკურ ფრანკენშტეინს და ეროვნულ,საკაცობრიო,საზოგადო ინტერესების კი არა პირადი კეთილდღეობისთვისაც ვერ გაბედეთ ნაბიჯის გადადგმა,გარისკვა,თუმცა მონას მსგავსი მისწრაფება და აზრი თავში არ მოდის,რადგან დამპალი თესლის ნაყოფია.ბედუკაძემ ეს შეძლო,შეძლო ბონიას სინდრომის ძლევა,გმირი არაა,მაგრამ სიმამაცე გამოიჩინა,გარისკა და ამით ნებსით თუ უნებლიეთ საზოგადო სიკეთე მოიტანა და წერტილი დაუსვა „არარაობას!“ის თუნდაც ბოროტი იყოს,თქვენ არარაობებს გაჯობათ და ზიზღით შეგხედათ! ამით გჯობიათ ლადო ბონიებს!”

წერს ნიკოლოზ იმედაძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...