ISFED: „ალტ-ინფოს“ Facebook-გვერდი გაკეთებული განცხადებების გამო წაიშალა

“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ ფეისბუკმა მათი მიმართვის საფუძველზე წაშალა “ალტ-ინფოს” ფეისბუკის გვერდი. ორგანიზაცია სოციალური ქსელის ადმინისტრაციას აცნობებდა, რომ ამ გვერდმა გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია.

დღეს Facebook-მა ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ ალტ-ინფოს Facebook გვერდი „სამართლიანი არჩევნების“ შეტყობინების საფუძველზე წაიშალა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.
Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია.
„სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის წამახალისებელი გზავნილების მონიტორინგს და სოციალური მედიის პლატფორმების ინფორმირებას.

შეგახსენებთ “ალტ-ინფო” ის მედიასაშუალებაა, რომელიც მოქალაქეებს 5 ივლისს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ამ დღეს სიძულვილის ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტების ნაწილი დაზიანებების გამო ამ დრომდე ვერ უბრუნდება სამუშაო სივრცეს.

Comments
Loading...