ISIS-ი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

ილსამური სახელმწიფოს მებრძოლები საკუთარ სოციალურ მედიას ავითარებენ, რათა თავი აარიდონ სხვა პლატფორმებზე არსებულ უსაფრთხოების მკაცრ ზომებს და ინფორმაციის გადინებას. ეს განცხადება ლონდონში ევროპოლის დირექტორმა, რობ უეინრაიტმა გააკეთა. ამ განცხადებას The New York Times ავრცელებს.

მისი თქმით ტერორისტების გეგმები 48 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად გაიშიფრა, რომელიც ამერიკელმა, ბელგიელმა, პოლონელმა, ბერძენმა და პორტუგალიელმა ექსპერტებმა ერთობლივად ჩაატარეს. მათ ექსტრემისტების 2000-ზე ქსელი აღმოაჩინეს 52 სოციალურ პლატფორმაზე. სწორედ ამ ოპერაციის დროს გაირკვა, რომ ისლამური სახელმწიფო საკუთარი ქსელის განვითარებას გეგმავს.

უეინრაიტის თქმით ჯიხადისტები კომუნიკაციისთვის ხშიირად მიმართავენ მესენჯერს და ამას პროპაგანდისთვის იყენებენ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, საკმარისად გავურთულეთ ეს საქმე, მაგრამ ჯერ კიდევ ვხედავთ მათ მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ამ საშინელ ვიდეოებს“ – განაცხადა უეინრაიტმა.

 

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...