ISIS: “თქვენ მაშინაც კი შეგეშინდებათ, როცა ბაზარში წახვალთ”

“routers”-მა გაავრცელა დაუთარიღებელი ვიდეო, სადაც ISIS საფრანგეთს ემუქრება, რომ თუკი გააგრძელებენ მათი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევას, ისინი საფრანგეთის მოსახლეობას სამაგიეროს გადაუხდიან.

“routers”-მა ვიდეო პარიზში მომხდარ ტერაქტამდე, რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

“სანამ თქვენ ბომბავთ მშვიდობაში ვერ იცხოვრებთ, თქვენ მაშინაც კი შეგეშინდებათ, როცა ბაზარში წახვალთ”,- აცხადებს ტერორისტი მებრძოლებთან ერთად გარემოცვაში.

გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ტერაქტების შედეგად, ბოლო ინფორმაციით 128 ადამიანი დაიღუპა და 99 დაშავდა.

Comments
Loading...