ისლამის მეცნიერების აზრით, წინასწარმეტყველი მუჰამედი ISIS-ზე ქადაგებდა

ISIS-მა წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღნიშვნა აკრძალა. ამ მოთხოვნას შეუერთდნენ დეჯგუფებები-„ჯეიშ ალ-ისლამი“ და „ახრარ აშ-შამი“, რომლებსაც დასავლეთი ტერორისტებად არ სცნობს. როგორც სირიის ისლამის საკითხებში მინისტრმა აბდულ სატარ ასაედმა განაცხადა, „მათ გადააცვეს ტერორიზმს ისლამის სამოსი და ბანდიტიზმს თესავენ შამასა და ლევიტანის მიწებზე. ანადგურებენ სირიას, რომელიც არაბული და ისლამური სამყაროს ნამდვილი გულია, ამით შორდებიან თავად ისლამს. მათი ოცნებები პრიმიტიულია, მათ არ აქვთ საკუთარი ისტორია და არც არასდროს ექნებათ“.
LifeNews-ის ინფორმაციით წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავენ სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე როგორც სუნიტების, ასევე შიიტების ოჯახები. წელს, დამასკოში ომის გამო მათ უარი თქვეს პომპეზურ ზეიმე და მხოლოდ რელიგიური რიტუალების შესრულებით შემოიფარგლნენ. მუსულმნების ცნობილი ლიდერები „ისლამურ სახელმწიფოს“ ეშმაკის ნაშიერს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი წარმოშობა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველმა იქადაგა და მოუწოდა ყველა მუსულმანს არ შეუერთდნენ ცრუ-ისლამისტებს. თათარსტანის მუფტი ამბობს, რომ ყურანში წერია-„ვინც მოკლა ადამიანი და ამისი უფლება არ ჰქონდა, უტოლდება მას, ვინც მთელი კაცობრიობა მოკლა. ფსევდოისლამური სახელმწიფო ეს არის სატანას სახელმწიფო, რომელიც ხოცავს ქალებს და ბავშვებს“.
„როცა თქვენ დაინახავთ შავ დროშებს გაშეშდით, ადგილიდან არ გაინძრეთ, სუსტები გაყვებიან მათ. მათი გულები იქნება როგორც რკინის ნაჭრები, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ სახელმწიფოზე. ისინი არ შეინარჩუნებენ თავიანთ სიტყვას და არ დაიცავენ ხელშეკრულებას. თავიანთი მერკანტილური მიზნების მისაღწევად ამოეფარებიან სიტყვას ჭეშმარიტება-თუმცა არაფერი საერთო არ აქვთ ჭეშმარიტებასთან. მათ ექნებათ მეტსახელები. მათი თმა იქნება გრძელი, როგორც ქალების. მათ შორის დაიწყება ქიშპი და ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ალაჰი ჭეშმარიტებას მოუტანს მას, ვინც მოისურვებს“-ქადაგებდა წინასწარმეტყველი.
ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში ისლამური მეცნიერების 126-მა წამყვანმა მორწმუნემ ღია წერილით მიმართა „ისლამურ სახელმწიფოს“ . წერილში წერია, რომ წინასწარმეტყველი სწორედ „ისლამურ სახელმწიფოზე“ ქადაგებდა და ყველას მოუწოდებდა არ შეერთებოდნენ მათ, რადგან ისინი რწმენის შემლახველები და უსაზიზღრესი მკვლელელი არიან.

Leave A Reply

Your email address will not be published.