ისლამისტებმა რუსი სამხედროები სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქიდან განდევნეს

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი, მხინი აიღეს.

როგორც BBC News–ი წერს, შეტაკებაში 50 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სირიის ადამიანის უფლებათა საბჭოს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ისლამისტებმა იერიში თვითმკვლელი ტერორისტების შეტევით დაიწყეს. ბრძოლები ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

როგორც Reuters წერს, მხინი, დამასკოსა და ჰომსის დამაკავშირებელი სტრატეგიული გზიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

Reuters–ის ინფორმაციით, მხინის აღებით ისლამისტების კონტროლქვეშ ჰომსის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონების დიდი ნაწილი გადავიდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.